კობახიძემ შოლცის კრიტიკის პასუხად “აგენტების კანონის” აუცილებლობაზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გერმანიაში თავისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ე.წ. აგენტების კანონზე, რომელიც მმართველი გუნდის მიერ პარლამენტშია ინიციირებული.
კობახიძის სიტყვის ქართულენოვანი თარგმანის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს და „ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი“.
„გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიური გასაჯაროება ფინანსებისა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და აქამდე ვერ მოისმინეს დასაბუთება არასამთავრობო ორგანიზების მიერ, გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული“, – თქვა მ.
მან ოლაფს შოლცს უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება და ამ პირობებში მათ სრული უფლება აქვთ, “არასამთავრობოებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი.“
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ იყო უკვე ორი შემთხვევა, ხელისუფლება შეცვლილიყო არა საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად.“
კობახიძის თანახმად, „ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული, გამოაქვეყნონ ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას“.
კითხვაზე, ხომ არ დაზიანდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, როდესაც საქართველოს პრემიერი, კანცლერი შოლცი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი კანონპროექტს სრულიად განსხვავებულად უყურებენ, კობახიძემ უპასუხა, რომ მზადაა დისკუსიისთვის ევროპელ, ამერიკელ და ადგილობრივ პარტნიორებთან.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მანამდე თქვა, რომ „დიდი იმედი გვაქვს, საქართველო არ მიიღებს ე.წ აგენტების შესახებ კანონს და პარლამენტი გაითვალისწინებს როგორც ჩვენი, ასევე საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას“.
საქართველოს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა 11 აპრილს თქვა, რომ „გერმანია შეშფოთებულია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, რადგან ის შეუსაბამოა ევროკავშირის პრაქტიკასთან.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ამბობს, რომ “ეს კანონპროექტი, როგორიც ის ახლაა, შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან და განსაკუთრებით დღევანდელ კონტექსტში, ევროკომისიას ძალიან გაუჭირდება კანონის მიღებაზე დადებითი შეფასების გაკეთება”.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, საქართველო ევროპულ გზას ასცდება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება “საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა…”
ევროკავშირი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, “სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“. „მას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“.
გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას. გაერო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ “აგენტების კანონს”, მიღების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ასევე დაგაინტერესებთ