„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
შესაბამის ბრძანებას კობახიძემ ხელი 11 ნოემბერს მოაწერა.
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 2024 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.




