კობახიძემ ეკონომიკის მინისტრს ევრო 2024-სთვის დამატებით იაფი რეისების დანიშვნა დაავალა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის სამინისტროს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისებისა და ბილეთებზე დაბალი ტარიფის უზრუნველყოფა დაავალა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ასევე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის:
„18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია – მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე, რამდენჯერმე გაიზარდა რიგ შემთხვევაში ფასები.
მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრებისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ეს საფეხბურთო ნაკრების წარმატებისთვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით,“- აღნიშნა პრემიერმა,“ — თქვა მ.
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში იმართება. ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე წელს საქართველოც იასპარეზებს. პირველ მატჩს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გერმანიის ქალაქ დორტმუნდში 18 ივნისს თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ