„კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან

„კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლები ჭავჭავაძის გამზირზე კარვებს შლიან.
ამ წუთებში, გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ადგილზე ასევე მიიტანეს “პარალონები” და პლედები.
აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ჭავჭავაძის გამზირზე, კარვებში გაათენონ.
მანამდე, კოალიციის წევრებმა საზოგადოებას მიმართეს და 24 – საათიანი პროტესტი დააანონსეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”