კირ სტარმერი – უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის – ჩვენ უკრაინასთან ვართ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში, უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამიტის გახსნისას განაცხადა.
„უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ „სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა სტარმერმა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.
”ჩვენ, ყველანი თქვენთან, სთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – აღნიშნა სტარმერმა.
ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.
კირ სტარმერთან ერთად სამიტს ესწრებიან: უკრაინის პრეზიდენტი , საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი , იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იუნას გარ სტორე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.
მოსალოდნელია, რომ ლიდერები სამიტზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხებს, მათ შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავენ.