ვულოცავ პრეზიდენტ მაია სანდუს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ში გამოქვეყნებულ პოსტში წერს.
„რუსეთის მხრიდან მოლდოვის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობის მიუხედავად, მოლდოველმა ხალხმა თავისუფლების გზა აირჩია“, – აცხადებს სტარმერი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.96 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.17 პროცენტით ლიდერობს.
