კიეზა ალეგრის დარჩენის შემთხვევაში “იუვენტუსიდან” წავა

ტურინელთა შემტევი უკმაყოფილოა, რომ მთავარი მწვრთნელი მუდმივად ცვლის. ის დერბიში “ტორინოსთან” შეხვედრაში მოედნიდან გაყვანით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ თანაგუნდელებს სთხოვა მარტო დაეტოვებინათ, რადგან ძალიან გაცხარებული გახლდათ.
თავის მხრივ, ფეხბურთელის უფასოდ გაყიდვა არც “ვეკია სინიორას” უნდა. კიეზას 2025 წლის ზაფხულამდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება და თუ კონტრაქტის გახანგლძრივებაზე ვერ დაითანხმეს, ამ ზაფხულს გაყიდიან.