კიევში 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში, რუსეთის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
„25 აპრილი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა დედაქალაქზე მტრის მასშტაბური თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნის ნიშნად“, – აღნიშნა კლიჩკომ.
რუსეთმა 24 აპრილის ღამეს უკრაინაზე, დრონებითა და რაკეტების გამოყენებით, მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქ კიევში 9 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“