კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს

კიევში ჩასულმა საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტ სთან ერთად, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს.
ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ X-ზე გაავრცელა.
როგორც მან აღნიშნა, ლიდერებმა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე იმსჯელეს.
“კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ, ხუთივე ლიდერმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ემანუელ მაკრონმა, კირ სტრამერმა, დონალდ ტუსკმა და ფრიდრიხ მერცმა, ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან. საუბარი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხებოდა.
და ყველა მოკავშირე მზად არიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაში, სულ მცირე 30 დღით, ორშაბათი დღიდან.
თუ მოლაპარაკებას დათანხმდება და ეფექტური მონიტორინგი იარსებებს, ცეცხლის შეწყვეტის ეს ხანგრძლივი შეთანხმება სამშვიდობო მოლაპარაკებებს გზას გაუხსნის”, – წერს ანდრიი სიბიჰა.
Following the Coalition of the Willing meeting in Kyiv, all five leaders @ZelenskyyUa @EmmanuelMacron @bundeskanzler @donaldtusk @Keir_Starmer had a fruitful call with @POTUS focused on peace efforts. Ukraine and all allies are ready for a full unconditional ceasefire on land,… pic.twitter.com/MEfbtjtE4m — Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 10, 2025
ამ თემაზე:
მაკრონი: თუ მოსკოვი კვლავ გააგრძელებს დაბრკოლებების შექმნას, ჩვენ გავაძლიერებთ ზეწოლას