კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შემცირების მიზნით, ძალისხმევას აძლიერებს – “ვაშინგტონ პოსტი”

კიევისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის შემცირების მიზნით, ძალისხმევას აძლიერებს. მოსკოვის პროპაგანდისტული ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის ნაწილია, – ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროპული სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოპოვებული კრემლის დოკუმენტები აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, სერგეი კირი-ენკომ კრემლის პოლიტიკურ სტრატეგებს დაავალა საფრანგეთში პოლიტიკური უთანხმოების ხელშეწყობა, სოციალური მედიისა და ფრანგი პოლიტიკური აქტივისტების მეშვეობით. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მოსკოვის მიზანია, ძირი გამოუთხაროს უკრაინის მხარდაჭერას. კრემლის სტრატეგიებს შორის იყო მტკიცება, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებმა ზიანი მიაყენა საფრანგეთის ეკონომიკას , რის შედეგადაც ქვეყანა ყველაზე ღრმა სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისშია.
ამას გარდა, პროპაგანდით უნდა გაავრცელონ აზრი, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ საფრანგეთი თავდაცვისთვის იარაღის გარეშე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა