კვირცხალია: როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას

„ეს საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში იმ უბინძურეს გამონათქვამებს, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. თითოეული ადრესატი საჩივარშია გაწერილი. როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას.“ – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი კვირცხალიამ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ -ში საჩივარი შეიტანა, რომლის მიზანია, „მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება“.
კვირცხალიამ მედიის შეკითხვებზე საპასუხოდ დააზუსტა, რომ საჩივარი ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „უბინძურეს და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს“. მას საჩივრის ადრესატები არ დაუსახელებია და თქვა, რომ „როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას.“

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)