კვარაცხელია თუ სიმონსი? – “ბარსელონას” შეტევაში ახალი ვარიანტი აქვს

Football Transfers-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი და ამჟამად “ლაიფციგში” იჯარით მოთამაშე ხავი სიმონსის დამატება სურს.
21 წლის ნიდერლანდელი უნივერსალია და მას ვინგერად, ან 10 ნომრად შეუძლია თამაში. სიმონსი “ბლაუგრანას” აღზრდილია, შემდეგ პარიზულ გუნდში გადაბარდა და ახლა კატალონიურ გრანდში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პოზიციაზე “ბარსელონას” საც უკავშირებენ. ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება.