“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში შსს არცერთი განცხადება არ დაწყებულა, სადაც გამოძიების დროს მუხლი არ იქნა მითითებული, ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევა ერთადერთია, სადაც ჩხრეკის ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ არ არის დაკითხვის ოქმი და არ არის სისხლის სამართლის კოდექსის არანაირი მუხლი.
კუკავას თქმით, მუხლი იმიტომ არ არის მითითებული, რომ “თუ ღარიბაშვილი მოიქცევა ჭკვიანად და ამ ფულს მიიტანს, მაშინ საქმე იმავე მუხლით აღიძვრება, რაც იყო რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში, თუ არ მიიტანს, მაშინ აღიძვრება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით.“
ჩხრეკის ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ არ არის დაკითხვა და არ არის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, მუხლი რატომ არ არის, თუ ღარიბაშვილი მოიქცევა ჭკვიანად და ამ ფულს მიიტანს, მაშინ საქმე იმავე მუხლით აღიძვრება, რაც იყო რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში, თუ არ მიიტანს, მაშინ აღიძვრება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით.
მე მას ვურჩევდი, დაგტოვებს ბიძინა უკაპიკოდ, თუ გგონია, რომ ნახევარს მიიტან და ნახევარს დაიტოვებ, ეს მისი სტილი არაა, შენი ერთადერთი გადარჩენა, შენი ოჯახის და შვილების უსაფრთხოება არის, უნდა მიხვიდე ეთერში და უნდა მოყვე ამ რეჟიმის ყველა დანაშაული, რაც აქვს ჩადენილი. ეს იქნება შენი უსაფრთხოებისთვისაც სწორი და გარდა ამისა, მთლიანად თუ არა ნახევრად, გამოისყიდი დანაშაულებს და ეს იქნება ქართველ ხალხთან მისასვლელი მორალური ბილეთი, -განაცხადა “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა გადაცემა “რეაქციაში“.