კახა კალაძე EPDE-ის ანგარიშზე – რეალობას არის აცდენილი და სიმართლეს არ შეესაბამება

დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება – რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მედიასთან განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული სთვის“ (EPDE) მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დადებული დასკვნის თაობაზე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის დასკვნა გასაკვირი არ არის იმ ადამიანებისგან, „რომლებიც ქვეყანაში პირველი გამყალბებლები არიან“.
„რატომ გიკვირთ აღნიშნული დასკვნა, თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ ის ადამიანები, ვინც პირველი გამყალბებლები არიან ქვეყანაში და რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ ISFED -ის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. რა გიკვირთ, რომ ამ ტიპის დასკვნას დებს?
რა თქმა უნდა, რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ ჯარიმები მსოფლიოსთვის გზავნილია: „ქართული კოშმარი“ დიპლომატებს აშინებს, მოქალაქეებს აჩუმებს და ევროპულ პრინციპებზე უარს ამბობს

ელისო კილაძე: დიდი რუსული გადანაწილება ქართველების მონაწილეობით: ორი დღის წინ საქართველოში საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი და რუსი ოლიგარქი უმარ კრემლიოვი (ვიდეო)