– ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება

ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება – ეს მოხდება პარასკევს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეს, „უამრავი გამოწვევა რჩება დედაქალაქში და მომდევნო 4 წელი იქნება განსაკუთრებული“.
„როგორც იცით, ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება. 2021 წელს გამოცხადებული ნდობა, 4-წლიანი პერიოდი ხვალ იწურება. შესაბამისად, მთავრობის თითოეულ წევრს უჩერდება უფლებამოსილება, ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო და არ მოხდება ისევ მთავრობის დამტკიცება. ეს მოხდება პარასკევს, ჩვენ მოგვიწევს ყველას მისვლა თბილისის საკრებულოში. კიდევ ერთხელ წარვუდგენთ საზოგადოებას ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმას თბილისთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს, თანადგომისთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვართ თავდაუზოგავად ვემსახუროთ თბილისსა და თბილისელებს. განვახორციელოთ მნიშვნელოვანი საქმეები, პროექტები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, უამრავი გამოწვევა რჩება დედაქალაქში და მომდევნო 4 წელი იქნება განსაკუთრებული, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.