კახა კალაძე – ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ – არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, განმარტა, რომ ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ.
„რაც შეეხება ჩვენს რიტორიკას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, ჩვენი ქვეყნის ინტერესი დავიცვათ. არავის თავი არ დავუხაროთ, ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე. ეს პრინციპული პოზიცია ყოველთვის იქნება შენარჩუნებული. პირველია ჩვენი ქვეყანა, ეროვნული ინტერესი.
ივანიშვილთან დაკავშირებით ბინძური სპეკულაციებია. რას წარმოადგენს ეს ადამიანი, საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად იცის მისი გაკეთებული საქმეებით, განვლილი ცხოვრებით. ხშირად ყოფილა, როდესაც ევროპარლამენტარებს ბინძური რეზოლუციები მიუღიათ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ კეთდებოდა რეზოლუციები და განცხადებები. მარტივად დადასტურდა, რომ ფულის გადახდით ხდებოდა რეზოლუციების მიღება, განცხადებების გავრცელება, ასევე, კამპანია სააკაშვილის გადარჩენაზე, ჯერ რა ჰქონდა გადასარჩენი?! ეს განცხადებები ჩალის ფასია“,-აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგის სასამართლომ დადასტურდა, რაოდენ საჭიროა „უცხოური გავლენის გამჭვირვალების“ კანონის მიღება, რომ ხალხმა იცოდეს ვინ აფინანსებს ამ ცილისმწამებლურ კამპანიებს, იქნება ეს „ფრი მიშა“, „არა რუსულ კანონს“, თუ რომელიმე სხვა

გიორგი ვაშაძე მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე – საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“ და ამიტომ შემოაგდო ეს თემა