საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო – დეტალები

საფრანგეთის სენატმა „უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის“ კანონპროექტი მიიღო. ტექსტი, რომელიც 22 მაისს განიხილეს, მოიცავს რეესტრის შექმნას, სადაც უცხოური ინტერესების წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ.
ასევე, კანონპროექტის მიხედვით, სადაზვერვო სამსახურს შეუძლია, იმოქმედოს უცხოური გავლენების აღმოსაჩენად.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უცხოური ინტერესების წარმომადგენლად უნდა დარეგისტრირდეს უცხოეთიდან დაფინანსებული ყველა პირი, გარდა ევროკავშირის მოქალაქეებისა, თუმცა, სენატის მოთხოვნით, ასევე დაზუსტდა დეკლარაციის შევსებ ადამიანთა ფარგლები.
ფრანგმა დეპუტატებმა ისაუბრეს რუსულ და ჩინურ გავლენებზე და თქვეს, რომ “ძალების წარმოუდგენელი დისპროპორციაა – “დეზინფორმაციული ორგანოების აგენტები რუსეთში ასობით ათასია, ჩინეთში რამდენიმე მილიონი”.
გარდა ამისა, სენატი ამტკიცებს, რომ კანონი, ცხადია, არა გამჭვირვალობისთვის, გამჭვირვალობისთვის მსგავს კანონს არავინ იღებს, არამედ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, კიბერშეტევისა და ტერორიზმის თავიდან ასაცილებლად იქნება გამოყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკის სამინისტრო გერმანიაში საქართველოს მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთებით ფეხბურთის ქართველ გულშემატკივართა პირველი ჯგუფის გამგზავრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გიგა შუშანია – ტურიზმის საინფორმაციო ცენტრმა, რომელსაც ქუთაისის მერია აფინანსებს, ჯერ 50 ათასი ლარი დახარჯა გაურკვეველი სლოგანის შექმნისათვის და ახლა 115 ათასი ლარად შექმნეს აპლიკაცია – ეს არის ქუთაისელთა შეურაცხყოფა