კახა კალაძე – საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დღეს ლიბერალური ფაშიზმი კაცობრიობას ებრძვის

საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დღეს ლიბერალური ფაშიზმი კაცობრიობას ებრძვის, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება.
კახა კალაძის განმარტებით, ლიბერალური ფაშიზმი არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გაბატონებული.
„ლიბერალური ფაშიზმის მიდგომები, პოლიტიკა ერთფეროვანია. ყველგან ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ – როდესაც არასასურველ შედეგს იღებენ, მაშინვე შემოაქვთ რუსეთის თემის ნარატივი. პიარულად ფუთავენ სხვადასხვა საკითხს. რაც მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა არის ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს კაცობრიობას ებრძვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“