კახა კალაძე – როცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გიბარებენ და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული

როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ამასთან, კალაძე გუშინ ნიკა მელიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე განმარტება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება, თუ რა იყო ნიკა მელიას დაკავების მიზეზი.
ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ როდესაც გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში და არ მიდიხარ, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას კანონდარღვევაზე. როგორც გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა დაკავების მიზეზი, ეს იყო დაუმორჩილებლობა და კანონის დარღვევა“, – განაცხადა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!