კახა კალაძე – რა პოზიციაზე, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი, წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება

ალბათ, ის შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც ამ ხნის განმავლობაში იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ალბათ, ის შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც ამ ხნის განმავლობაში იყო. თუ რა პოზიციაზე, როგორ, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება, ეს ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ თვითონ, თუ როგორ და რა ფორმით გააგრძელებს ან თუ გააგრძელებს საერთოდ პოლიტიკაში მოღვაწეობას“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!