კახა კალაძე ოპოზიციაზე – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან – მთავარია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან

ვინ უნდა გაერთიანდეს?! რანაირად უნდა გაერთიანდნენ?! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან. მთავარია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან,- ასე პასუხობს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ოპოზიციის ერთიანობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კახა კალაძის თქმით, ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე.
„ვინ უნდა გაერთიანდეს?! რანაირად უნდა გაერთიანდნენ?! არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი გაერთიანდებიან, თუ დაშლილები იქნებიან. მთავარია, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები არიან, აგენტურას წარმოადგენენ. უსამშობლო ადამიანები არიან, გარედან იმართებიან. რა მნიშვნელობა აქვს დაშლილები იქნებიან, თუ ცალ-ცალკე?! ერთნი არიან! ხალხმა მათ შესაბამისი პასუხი გასცა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ისეთი განცდა მაქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქანდაკებების აღება არ გვაპატიეს და თანამედროვეობის ნიშან-წყალს აქრობენ საქართველოდან – როგორც პოლიტიკურად, ისე არქიტექტურულად (ვიდეო)

შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?