– მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ, ავტომობილითაც, სკუტერითაც, მოტოციკლეტითაც – საზოგადოებას ემსახურებოდა დანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები, დღეს ქალაქს ემსახურება თანამედროვე ტრანსპორტი

მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ, კერძო ავტომობილითაც, სკუტერითაც, მოტოციკლეტითაც-საზოგადოებას ემსახურებოდა დანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები, დღეს ქალაქს ემსახურება ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ტრანსპორტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, ქალაქი ვითარდება, მეტი ადამიანი ითხოვს საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
„შევიძინეთ 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, ეტაპობრივად ეშვება და გადის ხაზებზე, რათა მეტი მგზავრის გადაყვანა შევძლოთ დღის განმავლობაში. მომავალ წელს დაგეგმილია კიდევ 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანა, რომელიც 8-მეტრიანი იქნება. ქალაქი იზრდება, ურბანულად ვითარდება.
მე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ, კერძო ავტომობილითაც, სკუტერითაც, მოტოციკლეტითაც. საზოგადოებას ემსახურებოდა დანგრეული, ძირგამომპალი ავტობუსები, ის ავტობუსები თქვენი სახე იყო, როგორიც ხართ [ჟურნალისტს] ისეთ იყო, ძირგამომპალი, გაუბედურებული. დღეს ქალაქს ემსახურება ახალი, ევროპული ტიპის თანამედროვე ტრანსპორტი.
კიდევ მეტ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას მოიხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო შემცირდეს. ეს არის ყოველწლიური პროცესი. ქალაქი ვითარდება, მეტი ადამიანი ითხოვს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მივყვებით ამ პროცესს“, – აღნიშნავს კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)