კახა კალაძე ირაკლი ნადირაძის განცხადებაზე – საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

თბილისის მერი ტყუილს და არასწორ ინფორმაციას უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მერიამ 2023 წელს 200 მლნ ლარზე მეტი ვერ აითვისა.
როგორც მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ნადირაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. ის ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ძალიან მარტივადაა ყველაფერი გაწერილი: 100 მლნ არის გადაჭარბებული შემოსავლები ბიუჯეტში, რაც უბრალოდ ვერ დაიგეგმებოდა. მინდა, ჩემს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო, ეს ძალიან კარგი და მისასალმებელია. რაც შეეხება დარჩენილ 100 მლნ-ს, ეს არის გარდამავალი პროექტები – წერეთლის გამზირი, ვაკის პარკი და ასე შემდეგ, ის პროექტები, რომლებიც დაკონტრაქტებული იყო, სამუშაოები დაწყებული იყო და წელს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ