კახა კალაძე – თუ ხამზატ ჩიმაევმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაუწერს – რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ვინ არის პრეზიდენტი?! ვიცით, რას წარმოადგენს, ის „აკაცუკების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია

ვინ არის პრეზიდენტი?! ვიცით, რას წარმოადგენს, „აკაცუკების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გაავრცელა ვიდეო, სადაც „UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი მოძრაობის წესებს არღვევს.
თბილისის მერის თქმით, თუ ეს მოხდა, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაწერს.
„ვინ არის პრეზიდენტი? სალომე ზურაბიშვილი ვიცით რას წარმოადგენს, „აკაცუკების“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. თუ ხამზატმა მოძრაობის წესები დაარღვია, საპატრულო პოლიცია ჯარიმას დაუწერს.
რაც შეეხება „ფერარს“, მე არ მიჩუქებია. გულწრფელად გეტყვით, რაც მოხდა სინამდვილეში. გეცოდინებათ საბა მიქავა, რომელიც ავტოსალონ „ფორცა თბილისის“ მფლობელია. სხვათა შორის, წალენჯიხაში სწორედ მისი კუთვნილი ავტომანქანით ვიყავით. ადამიანმა იშრომა, იწვალა, გაუჩნდა შესაძლებლობები, რომ ეს ლურჯი „ფერარი“ ეყიდა. მე სულ რაღაც 10-15 წუთი დავჯექი მის საჭესთან და დაიწყეთ საუბარი, რომ მე მეკუთვნის. ახლა კი, იწვალა, თავის მეგობრებთან ერთად რაღაცები შეაგროვა, რომ ჩიმაევისთვის ავტომანქანა ეჩუქებინა და ყველა ამბობს, რომ თითქოს მე ვაჩუქე. ბიჭმა ამდენი იწვალა, ყველაფერზე რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, „ფერარის“ ყოლაზე თქვეს, კალაძესიაო; მანქანა აჩუქა, კახამ აჩუქაო, გამოვიდა და თქვა ჩემს ბედს….“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, UFC-ის ჩემპიონ ხამზატ ჩიმაევთან დიდი ხანია მეგობრობს.
„ხამზატთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ის წარმატებული სპორტსმენია, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. ამჯერად, თბილისშიც იყო, სხვადასხვა რეგიონშიც. მასაც უყვარს ქართველები, აქაურობა. ბევრი მეგობარი ჰყავს აქ და ხშირად სტუმრობს საქართველოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია