თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის გამო.
ამის შესახებ კალაძე პლატფორმა X-ზე წერს.
“ვწუხვარ მომხდარი ტრაგედიის გამო – თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა. თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს და თურქეთის ხელისუფლებას” , – წერს კალაძე.




