– ვინ იქნება დაკავებული, ამაზე საუბარი გამიჭირდება – ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია – საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია

ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი – ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, მ ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ ელოდება ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის დაკავებას.
როგორც მან აღნიშნა, როცა საქმე ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია.
„ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება აღნიშნულთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია. საქმე როცა ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია“,- განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს