– ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ – რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ – რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ შეაფასებს ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც, „მიუხედავად სანქციებისა, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები ს „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ“.
კახა კალაძის თქმით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რადგან რასაც საქართველოს რუსეთთან მიმართებით მოუწოდებენ, იმავეს თავად აკეთებენ.
„ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. რაც არ შეიძლება ჩვენთვის, დაშვებულია მათთვის. ეს არ არის პირველი შემთხვევა. შეგვიძლია გადავხედოთ მათ მთელ რიგ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. ყველა განცხადება არის სიცრუით გაჯერებული. ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ, მერე ამას თავად აკეთებენ. ყველაფერი ცხადია – ყველა იქცევა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. რაც მათ ქვეყანას სჭირდება, იმას აკეთებენ. შესაბამისად, ჩვენც ვატარებთ იმ პოლიტიკას, რაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კალაძის აღნიშნულ კომენტარს დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე ლუკაშენკო – თუ ეს ისეა, როგორც გადმოსცემენ, მაშინ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმია – ვის აწყობდა ეს? ვის სჭირდებოდა ეს? ვვარაუდობ, რომ იმას, ვინც ვოლოდიმირ ზელენსკის უკან დგას

გივი მიქანაძე – საქართველო შევიდა იმ მცირერიცხოვანი ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია – განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპები 2026 წელს განხორციელდება