– არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ, სად და როგორ იქნება, ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები

არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი , „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.
მისივე თქმით, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული.
„არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, გარედან იმართებიან, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული“,- აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, მან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება.
„ბრალის აღიარება რა საჭიროა? ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. მთელი თვეები მიმდინარეობდა კამპანია, რომ რევოლუციას ახდენდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას, ამ ყველაფრის შესრულებაც დაიწყეს. სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს მყისიერად, უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შესაბამისი ოპერაცია, ამ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება. გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესები“,- აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში