კახა კალაძე – არის შენიშვნები როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი მისია მზადაა ითანამშრომლოს არჩეულ ხელისუფლებასთან

რა საკვირველია, არის შენიშვნები მათი მხრიდან როგორც „ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, მ თბილისის საკრებულოში სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძე მერიის წლიურ ანგარიშს წარადგენს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“.
„მაშინ რამ გამოიწვია აქციების ტალღა? რა საკვირველია, ეს არის ისევ და ისევ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც წინასწარ გათვლილი და დაკვეთილი იყო ს შემდგომი პერიოდისთვის. „ქართული ოცნების“ საარჩევნო დაპირება მოსახლეობის პრიორიტეტების გამოძახილია – მშვიდობა, კეთილდღეობა, ღირსეული ევროპული მომავალი! სწორედ ამიტომ გვენდო საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ და გვანდო ამ ქვეყნის ბედი. ამ ნდობას ჩვენ თვალისჩინივით ვუფრთხილდებით და არავის მივცემთ უფლებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი არჩევანი. არჩევნები შედგა და ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა – 1 მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელიც იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“, შექებულია არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“, ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდი გარემო.
რა საკვირველია, არის შენიშვნები მათი მხრიდან როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.