კახა კალაძე – არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ გამოიკვეთა თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება – ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით

ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი, ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტს შეიწყალოს.
მისივე თქმით, არაერთხელ გვინახავს როგორ ხდებოდა რეზოლუციების მიღება, „ვიღაც თანხას იხდის, რის შედეგადაც ლობიზმით ინიღბება“.
„ზოგადად, ასეთი რეზოლუციები დამაზიანებელია იმ ურთიერთობებისთვის, რაც არსებობს, უბრალოდ შეურაცხმყოფელია. არაერთი რეზოლუცია გვინახავს, სადაც მძიმე რაღაცები იყო ჩაწერილი, შემდეგ მოგვიანებით გამოიკვეთა თუ როგორ ხდებოდა აღნიშნული რეზოლუციების მიღება. ვიღაც თანხას იხდის, შემდეგ ინიღბება ლობიზმით და ხდება ასეთი რეზოლუციების მიღება. ეს ძალიან მძიმეა, აზიანებს იმ ურთიერთობებს, რაც არსებობს დასავლეთთან”,-აღნიშნა კალაძემ.
კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან, კალაძე აღნიშნავს: „ალბათ, მოგვიანებით გავიგებთ, “ფარას” დოკუმენტაციაში იქნება წარმოდგენილი, რა როგორ ხდებოდა, შეიძლება გავიგოთ, ან ვერა“.
„როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდა იცით რამხელა რეზონანსი მოჰყვა. გვეუბნებოდნენ დემოკრატიული პროცესები იყო, მაგრამ ფულის მიცემა იყო, რაც ინიღბებოდა ლობიზმით. სამწუხაროა, როდესაც დემოკრატიით ინიღბება განცხადებები და გადაწყვეტილებები. “ფარას”დოკუმენტი ყველამ ვნახეთ, სადაც კონკრეტული სახელი და გვარები იყო მითითებული, ვინ იხდიდა თანხას, რეზოლუციის მიღებაზე იყო საუბარი“,-აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ცვლილებები ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი