„კარგია რომ მიშამ ეს თქვა ოღონდ ბოლომდე მაინც არ თქვა“ – რას პასუხობს ანა წითლიძე სააკაშვილს?

ნაცმოძრაობის წევრი, ანა წითლიძე ს პოსტს ეხმაურება:

„კარგია რომ მიშამ ეს თქვა ოღონდ ბოლომდე მაინც არ თქვა.
პალიკო კუბლაშვილმა გაიყვანა ზურა გირჩი ჯაფარიძე ენმდან, შექმნა გირჩი, აფინანსებდა და ულაგებდა ქოცებთამ სანამ სჭირდებოდა.
შემდეგ იყო ვაშაძის გასვლა – ჩხარტიშვილის დალაგებით – ამასაც ღიად ყვებოდნენ.
მერე იყო გილაურის და უჩას დალაგებით მელია/გვარამიას გასვლა ენმდან.
სცენარი სულ ერთი იყო.
და იყო კიდევ მრავალი.
ოღონდ მე ვერ ვხვდები, ამის თქმას რა აზრი აქვს თუ ისევ ღია და საჯარო აღიარების გარეშე ვისაუბრეთ ერთობაზე ადამიანებთან ვინც ეს შეცდომა დაუშვეს? გადააფასეს კი რამე? ერთი ზურა გირჩს ეტყობა რიტორიკაში რომ გადააფასა და მიხვდა შეცდომებს. სხვას?
წინ თუ უნდა გავიხედოთ და ერთობაზე ვისაუბროთ, ჯერ წარსულის შეცდომები უნდა ვაღიაროთ და გავაანალიზოთ.
სიმართლე უნდა ვთქვათ!
სხვანაირი ბუტაფორიული ერთობის მე არ მჯერა და არც იმის სიჩუმე რომ ჯობია სიმართლის თქმას.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?