,,კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, საფრთხეს უქმნის EU-ს კანდიდატობას” – კრამონი

,,კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ , გამჭვირვალობის შესახებ კანონს”
კრამონი გუშინდელ აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ეს რუსული სტილით მოხდა.
,,ევროპარლამენტის პოზიცია “ქართული ოცნების” რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, -წერს კრამონი.