კანონპროექტი დააშორებს საქართველოს EU-ს – მიშელი

კანონპროექტი დააშორებს საქართველოს EU-ს – მიშელი
“კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს EU-ში გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს EU-ს და არა დაახლოებას” – ამ განცხადებას შარლ მიშელი სოციალურ ქსსელში ავრცელებს და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას და საპარლამენტო განხილვების დაწყებას ეხმაურება.
ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასული წლის დეკემბერში მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: კანონის პროექტი საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ შეესაბამება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებას და მის გაწევრიანების ტრაექტორიას და დააშორებს საქართველოს ევროკავშირს და არა დაახლოებას, – წერს მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს