კანადამ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფა გამოაცხადა

კანადამ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების გამოყოფა გამოაცხადა, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჰალიფაქსში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა.
„დღეს ჩვენ ვაცხადებთ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი დოლარის დამატებით ეკონომიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსების ხელმისაწვდომობას უკრაინის აღდგენის პროცესის დასაწყებად“, – განაცხადა კარნიმ.
ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მარკ კარნის ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ და მარკ კარნიმ ევროკავშირისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონს მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ – ევროპა ჩართული უნდა იყოს დიპლომატიურ პროცესში და მის ხმას წონა უნდა ჰქონდეს