კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს

კამალა ჰარისი დღეს ღამით მხარდამჭერებს არ მიმართავს, – ამის შესახებ „დემოკრატიული პარტიის“ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის თანათავმჯდომარემ, სედრიკ რიჩმონდმა განაცხადა.
„ხმები ჯერ კიდევ დასათვლელია. არის შტატები, რომელთა შედეგები ჯერ არ გამოცხადებულა“, – განაცხადა სედრიკ რიჩმონდმა.
მისივე თქმით, კამპანია ბრძოლას გააგრძელებს, რათა „ყველა ხმის დათვლა მოხდეს“.
სედრიკ რიჩმონდმა მხარდამჭერებსა და საარჩევნო კამპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო