კალაძე: ყველა ადამიანის უფლება დაცულია, განურჩევლად ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა

უმრავლესობის კანონპროექტი “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” არის უბრალოდ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. ოპოზიციიდან ნაწილმა შეიძლება დაუჭიროს მხარი მას, ვიღაცამ შეიძლება არა. მაქსიმალურად შეეცდებიან, საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ ამ საკითხის ირგვლივ, შეეცდებიან, რომ ხელოვნურად გამოიწვიონ პროტესტი. ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები,მიუხედავად მათი ორიენტაციისა თუ სარწმუნოებისა, არის დაცული.
განაცხადა თბილისის მერმა მ პირველი არხის ეთერში, “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის” შესახებ დაანონსებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.