Forbes: უკრაინამ ATACMS-ების მეშვეობით ერთ იერიშში 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოკლა

გამოცემა Forbes-ის ცნობით, უკრაინის ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის კუბანის დასახლებაში, რომელიც ფრონტის ხაზისგან 96 კილომეტრით არის დაშორებული, მ ერთი იერიშით 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის მოკვლა შეძლო.
უკრაინის იერიშამდე აღნიშნული ტერიტორია უკრაინის ქვეითსაწინააღმდეგო შეიარაღების მოქმედების რადიუსს მიღმა მიიჩნეოდა, შესაბამისად, კუბანის სიახლოვეს მდებარე აეროდრომს ჯარისკაცების საწვრთნელად იყენებდა. თუმცა, უკრაინისთვის მიწოდებულმა ATACMS-ებმა ეს სურათი შეცვალა, რადგან ამ რაკეტების ზოგიერთი მოდელის მოქმედების რადიუსი 300 კილომეტრს აჭარბებს.
1 მაისს უკრაინულმა დრონმა აღნიშნულ აეროდრომზე შეკრებილი რუსი ჯარისკაცები შეამჩნია, რასაც უკრაინული მხრიდან იერიში მოჰყვა. რუსი ჯარისკაცების თავზე ოთხი ორტონიანი ATACMS ჩამოვარდა, რომელთაგანაც ერთი ვერ აფეთქდა, თუმცა დანარჩენმა სამმა თითქმის ერთი ჰექტრის ტერიტორიაზე სასიკვდილო ზონა შექმნა.
Forbes-ის თქმით, ერთ-ერთი რაკეტა 100-ზე მეტი დაუცველი რუსი ჯარისკაცის თავზე აფეთქდა, ხოლო ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) მიხედვით, იერიშს დაახლოებით 116 სამხედრო ემსხვერპლა. გამოცემის თქმით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ეს სავარაუდოდ ყველაზე სისხლიანი იერიში იყო.
მოგვიანებით, უკრაინულმა მხარემ ამ იერიშის ამსახველი კადრები გაავრცელა:
Seems like 🇺🇦did another ATACMS strike near Kuban, Luhansk.

Action starts at 03:50. A dud and 3 hits within a minute. pic.twitter.com/aGP4cWKY07— JB Schneider (@JohnB_Schneider) May 1, 2024
მანამ, სანამ -ს კონგრესი უკრაინისთვის $61-მილიარდიან დახმარების პაკეტს მიიღებდა, ს ადმინისტრაციამ, მანამდე დადებული შეიარაღების კონტრაქტებიდან შექმნილი დანაზოგით, უკრაინას $300 მილიონის ღირებულების დახმარება დაჩქარებული წესით გაუგზავნა, რის ძირითად ნაწილსაც ATACMS-ები შეადგენდა.
გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, დახმარების აღნიშნული ნაკადით გაგზავნილი ATACMS-ების რაოდენობა 100-ს აღემატებოდა. მოგვიანებით, კონგრესში უკრაინის დახმარების მიღების შემდეგ, თეთრმა სახლმა უკრაინას დამატებით $1 მილიარდის ღირებულების საბრძოლო მასალები გაუგზავნა, რაც, სავარაუდოდ, ATACMS-ებსაც მოიცავდა.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, ამერიკა უკრაინას იმდენ ATACMS-ს გაუგზავნის, რამდენის საჭიროა. აშშ-ს არსენალში ამ ტიპის ათასობით რაკეტაა, რომლებსაც ვადა მაშინ გასდის, როცა რაკეტის საწვავი დეგრადირდება.