კალაძე პიარ სააგენტოზე მილიონებს ფლანგავს, ხოლო პედაგოგების ხარჯზე თანხების დაზოგვას ცდილობს – ბუაძე

პარტია “ლელო საქართველოსთვის” წევრი, საბა ბუაძე სახალხო დამცველის ანგარიშს, რომლითაც თბილისის მერია პედაგოგებსა და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობას უზღუდავს, საგანგაშოს უწოდებს და ამბობს:
“განსაკუთრებით საგანგაშოა სახალხო დამცველის ანგარიშის ეს ნაწილი ვინაიდან, ჩვენ ვიცით, რომ ს ჰყავს საკუთარი პიარ სააგენტო, რომლისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან იხარჯება თითქმის 6 მილიონი ლარი და ამ ფონზე ჩვენ გვყავს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურებში დასაქმებული პედაგოგები და თანამშრომლები, რომლებსაც 10 წელია უფორმებენ 10-თვიან ხელშეკრულებებს”, – ამბობს ბუაძე.
ცნობისთვის, 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი