კალაძე ე.წ. ოფშორების კანონზე: რატომ სპეკულირებენ? ივანიშვილს რა პრობლემა აქვს?

რატომ სპეკულირებენ და ასეთი სიბინძურეებით რატომ უნდათ, რაღაც შექმნან, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში?
ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს?
პირიქით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი თანხის შემოდინებას და შემდეგ ამის სხვადასხვა მიმართულებით ინვესტირებას. ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ.
თბილისის მერი საგადასახადო კოდექსში დაჩქარებულად, 2 დღეში მიღებულ ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმო და პარტნიორი ფიზიკურ პირი აღარ დაიბეგრებიან.

ასევე დაგაინტერესებთ