კალაძე ელისაშვილზე ძალადობის ვიდეოზე – სად ურტყამს აბა? ვერ ვხედავ კი არა, არ ჩანს…

არ ვიცი ალეკო ელისაშვილს ვინ გაუსწორდა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი,  პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას. ჟურნალისტმა მას ელისაშვილზე ძალადობის ამსახველი ვიდეოა ჩვენა. საპასუხოდ, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ელისაშვილი პოლიციის კორდონში ვარდებოდა და ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს.

„სად ურტყამს აბა? ვერ ვხედავ კი არა, არ ჩანს. რომ ურტყამს, საერთოდ არ არის ეს. მაშინ ისიც მაჩვენეთ,  პოლიციის კორდონში რომ ვარდებოდა და ძალადობისკენ მოუწოდებდა ხალხს, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. თქვენ მაშინ უნდა გამოსულიყავით და ჩემთვის დაგესვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ელისაშვილმა იკადრა, ეს მისაღები იყო თქვენთვის? ნორმალური ფორმაა? პარლამენტში ასე უნდა იყოს ეს ყველაფერი? არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მხრიდან არის. არც ფსიქოლოგიური ძალადობა. შენ როდესაც ხარ მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, რასაც ელისაშვილი კადრულობდა, ხომ უვარდებოდა პოლიციელებს? შეუვარდა პოლიციელებს და მოწოდებები ჰქონდა, გამომყევით, შევანგრიოთო. არ არის ეს სწორი დამოკიდებულება, არ ჯდება არცერთ დემოკრატიულ პრინციპებში“, -განაცხადა კალაძემ.

რაც შეხება ელისაშვილის განცხადებას, რომ ეს იყო მამუკა მდინარაძის მხრიდან შურისძიება, კალაძემ უპასუხა, რომ ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის ნაცემია და ნეკნის მოტეხილობა აქვს. ელისაშვილს აქვს განცდა, ს უნდოდა მისთვის სამაგიეროს გადახდა პოლიციელების მეშვეობით ალეკო ელისაშვილის განმარტებით, მედიაში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ რომელი პოლიციელები ძალადობდნენ მასზე და თუკი გამოძიება რეალურად იქნება დაინტერესებული სიმართლის დადგენით, დამნაშავეების დაჭერა შეუძლიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე – გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია