კალაძე ევროკომისარზე: რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ისეთი „ბიუროკრატები“, როგორიც ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსია, რაც უფრო შორს იქნებიან, ქვეყნისთვის უკეთესია.
ასე უპასუხა კალაძემ კითხვას სამხრეთ კავკასიაში მარტა კოსის ვიზიტის შესახებ. ევროკომისარი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის, საქართველოში კი არა.
„რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და შანტაჟს იმის გამო, რომ ჩვენ ხარაკირი არ გავიკეთეთ“, – განაცხადა მ.
მარტა კოსი, რომლისგან შორს ყოფნაც კალაძეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ მიაჩნია, ევროკომისარია გაფართოების საკითხებში და სწორედ მის პორტფელში შედის ევროკავშირის გაფართოების პროცესის წინ წაწევა. მისი მოვალეობაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებთან მუშაობა, მათ შორის, საქართველოსთანაც, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.