კალაძე დასანქცირებას ელოდება? – რას უყვებიან ალიას?

ქართული ოცნების მმართველი გუნდი, რომელმაც მეორედ შემოაბრუნა პარლამენტში რუსული კანონი, პარტნიორ ქვეყნებზე თავდასხმას არ წყვეტს, ხან რევოლუციის მოწყობის მცდელობას ედავება, ხან თარჯიმნის არ ყოლას, ხან ნაცი თარჯიმნის ყოლას, ხან შავ ფულს, ხან ტყუილში სდებს ბრალს. პასუხად, დასავლეთის განცხადებებიც მკაცრდება. ერთადერთი, ვინც ოცნებას რუსული კანონის შემოღების მცდელობას უწონებს პუტინის გუნდია.
გუშინ, ევროპარლამენტარებმა უმკაცრესი განცხადებები გააკეთეს, მოითხოვეს დეოლიგარქიზაცია, ისაუბრეს სანქცირებებზე ოცნების გუნდის მაღალჩინოსნების და რამდენიმე კონკრეტული გვარიც გააჟღერეს – ივანიშვილის, ვაჟა სირაძის, “ხარებას”, ღარიბაშვილის. დიდი ალბათობით, სანქცირების საფრთხის ქვეშაა გომელაურიც, რადგანაც, “ხარებაც” და ვაჟა სირაძეც მის დაქვემდებარებაშია.
ალიას რამდენიმე კომპეტენტური წყარო უყვება, რომ სანქცირების საფრთხის ქვეშაა ასევე დედაქალაქის მერი, პარტია ქართული ოცნების გენერალური დირექტორი, .
დღეს გავრცელდა ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხვალ მიიღებენ, სადაც წერია, რომ საფრთხე ემუქრება ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებას და ასევე, ევროკავშირის, როგორც დონორის როლს, მარტივად რომ ვთქვათ, იმ დაფინანსებებს, რომელზედაც მეტწილად დამოკიდებულია საქართველოს მთავრობა.
რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა აღებული “იბრძოლოს დეზინფორმაციასთან, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ.”
დეზინფორმაციასთან ბრძოლა კი არა, ქართულ ოცნებას და ასევე, კონკრეტულად კახა კალაძეს ევროკავშირის დადანაშაულებაზე ამ ბოლოს უკან ერთხელაც არ დაუხევია. განცხადებას განცხადებაზე აკეთებდა, ხან რა ბრალდებას უყენებდა ევროკავშირსა და ევროპარლამენტარებს და ხანაც, – რას.
შესაბამისად, კახა კალაძის დასანქცირება, სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი.
როგორც ალიას წყარო უყვება, კალაძეს უკვე აქვს ინფორმაცია სავარაუდო დასანქცირებასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ თქვა დღეს:
“ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის პირადად და ჩემი თანაგუნდელებისთვის, ჩვენთვის, ევროპა ეს არის ღირებულებები და სწორედ ამ ღირებულებებით გვინდა ვიცხოვროთ.”
როგორ უნდა ვიცხოვროთ ევროპული ღირებულებით და რუსული კანონით ერთდროულად, ვერ გეტყვით, მით უფრო, როცა ევროკავშირის ქვეყნები გვეუბნებიან რომ არაფერი საერთო ამ კანონის მიღებას ევროპულ ღირებულებასთან არ აქვს, შესაბამისად, რჩება მართლაც დასვენება, შოპინგი, თმის შეჭრა, რომელიც ევროპას დაჩვეულ კალაძეს, დასანქცირებიხ შემთხვევაში, თბილისში ან მოსკოვში მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ