კაია კალასმა ევროკავშირის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კაია კალასი ამბობს, ბლოკმა უნდა გაითვალისწინოს დონალდ ტრამპის მოწოდებები თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვის თაობაზე. მით უფრო იმ „ეგზისტენციალური საფრთხის გამო, რასაც წარმოადგენს”.
„ჩვენი ეროვნული სადაზვერვო სამსახურებიდან ბევრი გვაწვდის მონაცემებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა შეიძლება 3-5 წელში შეამოწმოს ჩვენი მზადყოფნა,“ – თქვა კალასმა ბრიუსელში, ევროპის თავდაცვითი სააგენტოს ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ევროპის კავშირის ქვეყნებს მოუწოდა, გაზარდონ თავდაცვითი ინვესტიციები:
“შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი მართალია, როცა ამბობს, რომ თავდაცვაზე ევროპელების ხარჯები არასაკმარისია. ახლა დროა, თავდაცვაში მოხდეს ინვესტირება,“ – განაცხადა კალასმა.
პარალელურად პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ „თუკი ევროპას გადარჩენა სურს, საჭიროა მისი შეიარაღება“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს