კაია კალასი საქართველოზე – სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ, თუმცა მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი მხარს არ უჭერს

ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა, მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
კერძოდ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე უპასუხა.
„ჩვენ სანქციების სხვადასხვა რეჟიმის ფარგლებში რამდენიმე ზომა წამოვაყენეთ. თუმცა, მათი მიღება ვერ ხერხდება, რადგან ყველა წევრი სახელმწიფო მათ მხარს არ უჭერს. რაც შეეხება ვიზებს, კომისია ვიზების შეჩერების მექანიზმს წლის ბოლომდე წარადგენს, ასევე რეგულაციებს გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ჩემი კომპეტენციის ნაწილი არ არის, ამიტომ დეტალურად ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს