კაია კალასი – ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს – ყირიმი უკრაინაა

ევროკავშირი ყირიმს რუსულად არასდროს აღიარებს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა AFP-სთან საუბარში განაცხადა.
კალასმა განაცხადა, რომ აშშ-ის რუსეთზე ზეწოლისთვის ყველა ინსტრუმენტი არ გამოუყენებია და აღნიშნა, რომ “სააღდგომო ზავთან” მიმართებით მოსკოვი „თამაშობდა”, ვინაიდან, რუსეთის რეალურად არ მიისწრაფვის მშვიდობისკენ.
“ისინი ზავს არ იცავდნენ. აშკარაა, რომ რუსეთი ყველა ამ თამაშს თამაშობს და დროს წელავს, და რეალურად არ სურს მშვიდობა,” – განაცხადა კალასმა.
მისი თქმით, პუტინის მიერ 30-საათიანი “სააღდგომო ზავის” გამოცხადება რეალურად იმით იყო გამოწვეული, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “მოთმინებას კარგავს” კრემლის პოზიციის გამო.
“მათ [რუსეთს] ჰგონიათ, რომ დრო მათ მხარესაა, ამიტომ არავითარ პოზიტიურ სიგნალებს არ აგზავნიან, არავითარ კეთილ ნებას არ აჩვენებენ,” – განაცხადა კალასმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კიევსა და მის ევროპელ მხარდამჭერებს იმედი ჰქონდათ, რომ ვაშინგტონი უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდა მოსკოვთან მიმართებით.
“მათ აქვთ ინსტრუმენტები, რომ რეალურად ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე. რატომ არ იყენებენ მათ ამ ომის დასამთავრებლად? თუ ამ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე გადიან… დიდი კითხვაა – რატომ?” – განაცხადა კალასმა.
ასევე, კალასმა აღნიშნა, „ყირიმი უკრაინაა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს