კაბალში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია

სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირი ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, მირზა ალიევია.
მირზა ალიევი ლაგოდეხის საკრებულოში 2010-2014 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო დეპუტატი. 2014 წელს კი ლაგოდეხის საკრებულოში მირზა ალიევი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მირზა ალიევი ერთ-ერთი დასაკავებელი პირი იყო, რომელმაც სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა.
-ს განცხადებით, პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
მირზა ალიევის ახლობელი TV პირველთან ამბობს, რომ პირველად ცეცხლი სპეცრაზმმა გახსნა.
„მთავრობა სუფთა მაფიაა. პირველად [სპეცრაზმა] ისროლა. მირზა იყო „ქართული ოცნების“ ხელში, კაბალის დეპუტატი იყო რამდენიმე წელი. ამ წელსაც არჩევნებში მირზას დამსახურებით გაიმარჯვა ამ მთავრობამ“, – აცხადებს მირზა ალიევის ახლობელი.
როგორც აცხადებს, ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, 7 პირს კი – მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს და საზღვარგარეთ მყოფ 4 პირს და ერთ „კანონიერ ქურდს“ – ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ლიკვიდირებულია ერთი თავდამსხმელი, სპეცრაზმელი დაიჭრა“ – შსს აცხადებს, რომ 34 პირი დააკავა