იხსნება თუ არა უკრაინის მთავარი აეროპორტი – ზელენსკი მედიის კითხვას პასუხობს

ში ქვეყნის პრეზიდენტის ხანგრძლივი პრესკონფერენცია დასრულებულია. ერთ-ერთი კითხვა ქვეყნის მთავარი აეროპორტის კვლავ ამოქმედებას ეხებოდა. პოლონელმა ჟურნალისტმა ზელენსკის გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორისპოლის აეროპორტიდან სამოქალქო თვითმფრინავი აფრინდა. მედიის წარმომადგენელმა პრეზიდენტს ჰკითხა: “რას ნიშნავს ეს, ბატონო პრეზიდენტო? შეძლებს თუ არა დედაჩემი, მალე კიევში, ჩემთან სტუმრობას?”.
როგორც BBC წერს, ზელენსკი ამ კითხვას მოუმზადებელი შეხვდა და თქვა, რომ აღნიშნული “ტექნიკური” ფრენის შესახებ ინფორმაცია ოფისის ხელმძღვანელთან უნდა გადაამოწმოს.
ზელენსკიმ ჟურნალისტს ხუმრობით უთხრა, რომ ს შეუძლია, მისი დედისთვის მატარებლით უსაფრთხო მგზავრობა უზრუნველყოს და ცალკე ვაგონიც კი შესთავაზოს.
“ბორისპილის [აეროპორტის] გახსნა იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გამარჯვება,” – ამბობს ზელენსკი და დასძენს, რომ ფრენა “უკრაინის გამარჯვების ნათელი ნიშანი” და “სერიოზული ეკონომიკური სიგნალია”.
“ასე რომ, გთხოვთ, უთხარით დედას, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას – ჩვენ ვმუშაობთ მის იდეაზე, რომ აქ გამოვიდეს”, – ამბობს ზელენსკი.
მიმდინარე ომის გამო, უკრაინაში სამოქალაქო ფრენები შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას