იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს – ნინო ფოჩხუა

იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს – ნინო ფოჩხუა
იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!! ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს ევრონესტში “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.
ფოჩხუას თქმით, ოპოზიციის სიტყვები თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია და საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ.
„იცნობდეთ ქვეყნის ევროინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგეებს!!! ესენი არიან აგენტურული ქსელის წარმომადგენლები, რომლებსაც დავალება აქვთ მიღებული იმუშაონ ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. სიტყვების ბრახა-ბრუხი თუ როგორი მედასავლეთეები არიან, ფუჭია, საქმით სულ სხვაგვარად მოქმედებენ. არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ესენი არიან მარტო, ყველა, ს ჩათვლით, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. უკვე ყველაფერი ხელის გულზე დევს, ქართველმა ხალხმა ამ ნაძირალებს უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.
Next: პარტნიორი ქვეყნებიდან ჩამოყვანილი კვალიფიციური ექსპერტები ამბობენ, რომ რაც თქვა მთივლიშვილმა თავის ტყუილ ფილმში, აბსოლუტური სიცრუეა, სამწუხაროდ ეს ტყუილი დაფინანსდა და დაჯილდოვდა

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში