იშვიათი გენეტიკური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ხვალ CDG სინდრომისა და აუტიმიზმის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ CDG სინდრომისა და აუტიმიზმის ფონდის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება 30 ნოემბერს, 16:00 საათზეა დაგეგმილი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონიძიების მიზანია, იშვიათი გენეტიკური დაავადებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, უკვე განხორციელებული პროექტების წარდგენა და სამომავლო გეგმების გაცნობა.
„პრეზენტაცია გახდება როგორც გზამკვლევი სივრცე მშობლებისთვის, ჯანდაცვის პროფესონალებისთვის და ყველასთვის, ვისაც სურს მიიღოს მეტი ინფორმაცია CDG სინდრომზე, აუტიზმზე და დაავადებების მართვის მიმართულებითთანამედროვე მიდგომებზე.
ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნეს-სექტორის ლიდერები და პარტნიორი კომპანიები, რომლებიც ისაუბრებენ მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში ჩართულობაზე და იმ ერთობლივ ძალისხმევაზე, რომელიც საშუალებას აძლევს ფონდს განახორციელოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება