იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 17 საუკეთესო პროექტს დააფინანსებს.
გამარჯვებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება და სისტემის მასშტაბით სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდაა.
საგრანტო პროგრამა იუსტიციის სამინისტრომ ადამიანის უფლებების დაცვის, გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვისა და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებებით 20 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 62 საპროექტო განაცხადი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მოადგილეები თორნიკე ჭეიშვილი და ერეკლე ღვინიანიძე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – მოუგვარებელი სისტემური პრობლემები არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას – მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი